logo_geo
4 დღის განმავლობაში შრომის პირობების დარღვევის გამო 11 მშენებლობა შეჩერდა
- +

26 ივლისი. 2019. 16:39

 

„შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში“- ამ სახელწოდებით კონფერენცია გაიმართა, რომელზეც უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებზე იმსჯელეს.

 

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ბოლო 4 დღის განმავლობაში შემოწმებული 24 მშენებლობიდან, შრომის პირობების დარღვევის გამო 11 შეჩერდა და ჯამში 330 ათასი ლარით დაჯარიმდა.

 

კონფერენცია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან ერთად გამართა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი