logo_geo
მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო კვირის დასაწყისში გაგიზიარებთ სიახლეს, რომელიც შეეხება ძალიან ბევრი, ახალი, საინტერესო ევროპული მიმართულების გახსნას ჩვენი საერთაშორისო აეროპორტიდან
- +

10 დეკემბერი. 2022. 23:47

 

მომდევნო კვირის დასაწყისში გაგიზიარებთ სიახლეებს. ძალიან დიდი და სასიხარულო სიახლით დავბრუნდებით და ეს სიახლე შეეხება ძალიან ბევრი, ახალი, საინტერესო მიმართულების გახსნას ჩვენი საერთაშორისო აეროპორტიდან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო დიდ დროს უთმობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მუშაობას, რათა უზრუნველყოფს მეტი პირდაპირი ავიამიმოსვლა, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან.

შეიძლება ითქვას, რომ, გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი ამ კუთხით. გვახსოვს, რომ პანდემიის მიუხედავად, ყველაზე რთულ 2021 წელს და მიმდინარე წელს შევძელით და შემოვიყვანეთ არაერთი საერთაშორისო ავიაკომპანია. ხაზს გავუსვამდი, რომ გვაქვს უდიდესი პროგრესი, განსაკუთრებით ევროპული მიმართულებით“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

big_banner
არქივი