logo_geo
კიტეიშვილმა „შტურმში“ ისევ შეცვლაზე ითამაშა
- +

3 დეკემბერი. 2023. 22:38

 

 

ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ გასვლაზე „ლინცთან“ ქულა (1:1) მოიპოვა, იმის მიუხედავად, რომ 56-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა.

 

საუდის არაბეთის პროფლიგაში საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა „ალ-აჰდუდში“, რომელმაც „ალ-იტიფაქი“ შინ 1:0 დაამარცხა.

 

შვეიცარიის სუპერ ლიგის ტური გამოტოვა გაბრიელ სიგუამ, რადგან ორი მატჩით დისკვალიფიცირებული იყო. ქართველი ნახევარმცველის გუნდმა „ბაზელმა“ გასვლაზე უშუალო კონკურენტთან, ბოლოადგილოსან „ლოზანასთან“ ქულა (1:1) მოიპოვა. სიგუა შემდეგ ტურში თამაშს შეძლებს.

 

ავსტრიის ბუნდესლიგაში სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგს“ გასვლაზე გათამაშების ლიდერ „ზალცბურგთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ დიდთოვლობის გამო მატჩი გადაიდო.

 

უკრაინის პრემიერ ლიგაში ქართველების გუნდების დაპირისპირება შედგა – გიორგი გოჩოლეიშვილის და ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ ბექა ვაჩიბერაძის „მეტალისტი 1925“-მა 2:0 დაამარცხა – დონეცკელთა შემადგენლობაში ორივე ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, ვაჩიბერაძე კი ხარკოველთა შორის არ ყოფილა.

 

 

big_banner
არქივი