logo_geo
ტომას მიულერი: დარწმუნებული ვარ, გერმანიას ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია
- +

21 იანვარი. 2024. 23:16

 

 

გერმანიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ტომას მიულერმა მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის და საკუთარი გუნდის შანსების შესახებ ისაუბრა.

 

გამოცდილი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ „ბუნდესნაკრებს“ კონტინენტის პირველობის მოგება შეუძლია.

 

„უნდა დავიბრუნოთ გამარჯვებულის მენტალიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ნაკრებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

 

მოედანზე ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და გავაცნობიეროთ, რომ წარმატებისთვის თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გაიღოს“, – განაცხადა ტომას მიულერმა.

 

2024 წელს ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში ჩატარდება.

 

 

big_banner
არქივი