logo_geo
გენო პეტრიაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
- +

18 თებერვალი. 2024. 23:16

 

 

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა ზედიზედ მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

125 კგ წონით კატეგორიაში კონტინენტის პირველობის ფინალში ის თურქ ტაჰა აკგულთან ანგარიშით 4:5 დამარცხდა.

 

ფინალურ შეხვედრამდე გენო პეტრიაშვილმა ავსტრიელი, ბულგარელი და ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე სპორტსმენები დაამარცხა.

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია.

 

2023 წელს ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე გივი მაჭარაშვილი ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედალი - გენო პეტრიაშვილმა (125 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ედემი ბოლქვაძემ (65 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) მოიპოვეს.

big_banner
არქივი