logo_geo
იტალიური გამოცემა: „ტორინოს“ ბევრი ტრავმირებული ჰყავს და შესაძლოა, საბა საზონოვი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდეს
- +

16 მარტი. 2024. 00:54

 

 

საბა საზონოვი, შესაძლოა, „ტორინოს“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდეს და „უდინეზესთან“ სერია A-ს გასვლით შეხვედრა პირველივე წუთიდან დაიწყოს, – ამის შესახებ იტალიური გამოცემა toro.it წერს.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ „ტორინოს“ დაცვაში საკადრო პრობლემები აქვს, შესაძლოა, საბა საზონოვი ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

 

ტრავმა აქვს შურსს. „ნაპოლისთან“ შეხვედრაში დაზიანება მიიღო კოფი ჯიჯიმაც. იტალიის ჩემპიონთან მატჩში საზონოვი 76-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე და ვოივოდასთან ერთად დაცვითი დუეტი შექმნა.

 

„უდინეზესთან“ მოახლოებულ თამაშშიც ქართველი მცველი კოფი ჯიჯის შეცვლის კანდიდატია. რიჩის დაბრუნებამ გუნდში ნახევარდაცვა ნამდვილად დაალაგა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით დაცვაზე.

 

საბა საზონოვი „ტორინოში“ ზაფხულში გადავიდა. მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი მას ყოველთვის აქებდა და მისი მონდომება მოსწონდა, თუმცა 21 წლის მცველს ბევრი არ უთამაშია. რამდენჯერაც მოედანზე გამოჩნდა, მოუმწიფებელი ჩანდა. როდესაც შურსი და ბონჯორნო დაშავდნენ, იურიჩმა მას ლოვატო ამჯობინა.

 

2.75 მილიონ ევროდ შეძენილმა საზონოვმა სერია A-ში 11 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ, უმეტესად, ის მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა. მის თამაშში რამდენიმე ნაკლი გამოჩნდა, თუმცა ახლა დრო მის მხარესაა. ის ასევე გამოიძახეს საქართველოს ნაკრებში“, – წერს გამოცემა.

 

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურის მატჩი „ტორინოსა“ „უდინეზეს“ შორის 16 მარტს გაიმართება.

 

big_banner
არქივი