logo_geo
ბასილაშვილი ნახევარფინალშია!
- +

23 მარტი. 2024. 00:42

 

 

32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანეთის ქალაქ მურსიაში მიმდინარე ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 74 825 ევრო) მე-5 გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

 

ბასილაშვილმა დღეს ურთულესი ბრძოლა გადაიტანა 34 წლის არგენტინელ მარკო ტრუნხელიტისთან და მეტოქე ორ საათსა და 41 წუთში 4:6, 6:3, 6:4 დაამარცხა.

 

საინტერესოა, რომ ტრუნხელიტის უკანასკნელი 12 მატჩიდან 11 ჰქონდა მოგებული, მურსიაში კი კიგალის (რუანდა) ჩელენჯერის ჩემპიონის რანგში ჩავიდა, თუმცა, მისი წარმატებული სერია ქართველმა ჩოგბურთელმა შეწყვიტა.

 

ნიკა გადამწყვეტ სეტში 2:4 ჩამორჩა, თუმცა, შემდეგ მიყოლებით 4 გეიმი მოიგო და მატჩი სათავისოდ დაასრულა. ბასილაშვილს 4 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა და 12 ბრეიკ-პოინტიდან 4 გამოიყენა, თავად კი მოწოდება 3-ჯერ წააგო.

 

თუ ვინ იქნება ნიკოლოზის მეტოქე ნახევარფინალში ამ წუთებში პირველ ნომრად განთესილი ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასისა და ჩინელი იუნჩაოკეტე ბუს შეხვედრაში ირკვევა.

 

ბასილაშვილი 2019 წელს მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იყო, ახლა კი, კლასიფიკაციაში მხოლოდ 1 086-ე (!) ადგილზეა, თუმცა, ესპანური ტურნირზე წარმატებული თამაში მას საგრძნობლად წინ წასწევს. ლაივ-კლასიფიკაციაში ნიკა უკვე მოწინავე ექვსასეულში ხვდება.

 

 

 

big_banner
არქივი