logo_geo
22 წლიანი პაუზის შემდეგ დინამო წყალბურთს დაუბრუნდა
- +

5 ოქტომბერი. 2017. 00:26


22 წლიანი პაუზის შემდეგ წყალბურთის კლუბი "თბილისის დინამო" სპორტის ამ სახეობას დაუბრუნდა.


თბილისის „ივენთჰოლში" დღეს კლუბის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება კლუბის ისტორიის გახსენებით დაიწყო, სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს ვეტერანი დინამოელი წყალბურთელები.


დინამოს მოქმედმა წყალბურთელებმა კი სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კლუბი პირველრიგში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებას გეგმავს. დინამოს გეგმებში შედის ასევე ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე თამაში.


წყალბურთი კლუბ თბილისის დინამოს პრეზენტაციას თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძეც დაესწრო. კალაძის განცხადებით. მისი მერად არჩევის შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებასა დს ინფრასტრუქტურის მშენებლობას თბილისში.


წყალბურთის კლუბი დინამო 1938 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. 1963 წელს დინამოელებმა საბჭოთა კავშირის 8 უძლიერესი კლუბის საკავშირო ტურნირში გაიმარჯვეს.


 

big_banner
არქივი