logo_geo
ბასილაშვილმა რეიტინგში სამი ადგილი დაკარგა და 30-ე ადგილზეა
- +

31 აგვისტო. 2020. 11:53

 

 

ცინცინატის „მასტერსის“ შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეებს შარშან მოპოვებული ქულები არ აკლდებათ, მაინც სამი საფეხურით ჩამოქვეითდა ნიკოლოზ ბასილაშვილი – ახლა, ქართველი ჩოგბურთელი 30-ე ნომერია.

 

ეს იმან გამოიწვია, რომ გასული კვირის „მასტერსზე“ გარღვევა ჰქონდა სამ ჩოგბურთელს – მილოშ რაონიჩს, ფილიპ კრაინოვიჩსა და იან-ლენარდ შტრუფს. მათ შეძლეს კლასიფიკაციაში ბასილაშვილის გასწრება და ქართველი ჩოგბურთელის ვარდნაც ამან გამოიწვია.

 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ცინცინატის „მასტერსზე“ პირველივე წრეში წააგო კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან. ახლა, ქართველ ჩოგბურთელს წინ აქვს აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლა – ის ტურნირში 1 სექტემბრიდან ჩაებმება. პირველი მეტოქეა ავსტრალიელი ჯონ მილმენი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი