logo_geo
ლიონელ მესის „ელ კლასიკოს“ გამოტოვება ემუქრება
- +

18 სექტემბერი. 2020. 16:04

 

 

 

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესის გამოძახებამ, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეუქმნა „ბარსელონას“. თუ ფეხბურთელი მონაწილეობას მიიღებს ეკვადორისა (8 ოქტომბერი) და ბოლივიის (13 ოქტომბერი) ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებში, მაშინ მან შეიძლება ვერ ითამაშოს 25 ოქტომბერს „რეალის” წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში.

 

ეს იმით არის გამოწვეული, რომ ესპანეთის მთავრობა 14-დღიან კარანტინს ითხოვს იმათთვის, ვინც ქვეყანაში სამხრეთ ამერიკიდან ჩადის. თუ მესი კატალონიაში 14 ოქტომბერს დაბრუნდება, ამ შემთხვევაში ის მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერის დასაწყისში შეუერთდება თავის გუნდს, შესაბამისად, მოუწევს „ხეტაფესთან“ (18 ოქტომბერი) და „რეალთან“ (25 ოქტომბერი) მატჩების გამოტოვება.

 

როგორც აღნიშნავენ, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ცდილობს სიტუაციის მოგვარებას არგენტინის ფეხბურთის ფედერაციასთან, რადგან არგენტინელთა მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი კატეგორიულად ითხოვს მომავალ მატჩებში ლიონელ მესის მონაწილეობას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი