logo_geo
თუ ბავშვს აქვს ცხელება, როგორ მივხვდეთ, აქვს თუ არა მას კორონავირუსი – პედიატრ ივანე ჩხეიძის რჩევა
- +

3 ოქტომბერი. 2020. 10:25

 

 

 

 

თუ ბავშვს აქვს ცხელება და არ უნდა პირველ ეტაპზე 112-ში დარეკვა, როგორ უნდა გაარჩიოს მშობელმა – აქვს თუ არა მის შვილს კორონავირუსი? – ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორს, პედიატრ ივანე ჩხეიძეს მიმართა.

 

 

 

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული ვითარება მიგვითითებს იმაზე, რომ ყველა ცხელების შემთხვევა უნდა განვიხილოთ როგორც პოტენციურად კორონავირუსი. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ბავშვი იყოს, ან არ იყოს კოვიდინფიცირებული შესაბამისად, არ არსებობს არცერთი კლინიკური ნიშანი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ განვასხვავოთ კორონავირუსია თუ რამე სხვა მიზეზით გამოწვეული ცხელება. ნებისმიერი ბავშვის ცხელება ექიმის მიერ უნდა იყოს შეფასებული, ტესტირებული და გადაწყვეტილი, თუ რა ხდება.“ - განაცხადა ივანე ჩხეიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი