logo_geo
თორნიკე ოქრიაშვილი: სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ
- +

12 ოქტომბერი. 2020. 11:35

 

 

თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა, პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის მესამე ტურში ფრედ (2:2) დასრულებული მატჩით გულდაწყვეტილია.

 

„მოწინააღმდეგეს ორივე ტაიმში ვაჯობეთ, უკეთესად ვითამაშეთ, კარგი სტატისტიკაც გვქონდა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა უკვე შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ და სამი ქულა ავიღოთ“, – განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილმა გოლები გაიტანა ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბელარუსთან ევრო2020-ის პლეი-ოფში.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღდეგ 14 ოქტომბერს გამართავს. მატჩი სკოპიეს „ფილიპე II არენაზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი