logo_geo
„ლანჩხუთის“ მწვრთნელმა დანაპირები შეასრულა და მოგების შემდეგ იცეკვა
- +

20 ნოემბერი. 2020. 15:24

 

 

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო კლუბში მოხვდა. საქართველოს ჩემპიონმა რუმინეთში „ოლიმპია კლუჟი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

 

გუნდის მწვრთნელმა, გიორგი ჩხაიძემ დანაპირები შეასრულა და მოგებული თამაშის შემდეგ გასახდელში იცეკვა.

 

„პირველი თამაშის შემდეგ გოგოებს დავპირდი, თუ მოვიგებთ, ვიმღერებ-მეთქი, ახლა კი დავპირდი, თუ მოვიგებთ, ვიცეკვებ-მეთქი და ვასრულებ დანაპირებს“, – ამბობს გიორგი ჩხაიძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი