logo_geo
მალდინების ოჯახის მიერ „მილანის“ მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობა 1,000-მდე გაიზარდა
- +

8 იანვარი. 2021. 14:10

 

 

მალდინების ოჯახის მიერ „მილანის“ მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობა 1,000-მდე გაიზარდა.

 

სერია A-ს უკანასკნელი ტურის შეხვედრაში „იუვენტუსთან“ შეცვლაზე პაოლოს შვილი დანიელ მალდინი შევიდა, რომლისთვისაც ეს რიგით მეექვსე თამაში იყო.

 

ყველაზე ცნობილი მალდინის, პაოლოს ანგარიშზე „მილანის“ შემადგენლობაში 647 მატჩია, მამამისმა ჩეზარემ კი ამ გუნდის რიგებში 1954-1966 წლებში 347-ჯერ ითამაშა.

 

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იხუმრა, რომ იმდენ ხანს ითამაშებს, სანამ როსონერიში მის გვერდით პაოლოს შვილიშვილიც არ იქნება.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/sporti/180648/maldinebis-ojakhis-mier-milanis-maisurit-chatarebuli-matchebis-raodenoba-1000mde-gaizarda

 

 

big_banner
არქივი