logo_geo
რუსეთის დამარცხების შემდეგ, „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი აღმართეს
- +

7 თებერვალი. 2021. 17:20

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსი მოწინააღმდეგეები 16:7 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა სპორტსმენებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი აღმართეს.

 

პირველი ლელო მატჩის 46-ე წუთზე, ვასილ ლობჟანიძემ დადო და ანგარიშიც გაიხსნა. რამდენიმე წუთში თედო აბჟანდაძემ თავი ჯარიმით გამოიჩინა და 10:0 გახადა. 61-ე წუთზე ლელო რუსეთის ნაკრებმაც დადო და ანგარიში 10:7 გახდა. შეხვედრის 66 წუთზე თავი კვლავ ჯარიმით გამოიჩინა თედო აბჟანდაძემ და ანგარიში 13:7 გახდა. მატჩის 74 წუთზე თედო აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. შედეგად, შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 16:7 დაფიქსირდა.

 

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშება 23 ქულითა და 5/5 გამარჯვებით დაასრულა.

 

big_banner
არქივი