logo_geo
„ბორჯღალოსნებმა“ რუსეთთან გამარჯვება მორაგბე გიორგი ლომთაძის ხსოვნას მიუძღვნეს
- +

20 მარტი. 2021. 18:38

 

რუსეთთან 25-ე რკენაში გამარჯვება „ბორჯღალოსნებმა“ გიორგი ლომთაძის ხსოვნას მიუძღვნეს.

 

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ძმა დავკარგეთ - გიორგი ლომთაძე, „ჩორნა“ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა. ის ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. იმედია, სადაც არის, ჩვენი ესმის და მინდა იცოდეს, რომ ძალიან მაგრად გვიყვარს, ყოველთვის გვემახსოვრება და მთელი ნაკრები, მის ოჯახს ცხარე გულით უსამძიმრებს," - ამბობს ნაკრების წევრი მერაბ შარიქაძე.

 

ქართველი მორაგბე გიორგი ლომთაძე 27 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.​ გიორგი ლომთაძე რაგბის კლუბ „ლელოს" წევრი იყო, ის საქართველოს 4-გზის ჩემპიონია, ლომთაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ის „ლელოს" გარდა რაგბს ინგლისშიც თამაშობდა. 2014-15 წლებში კი საქართველოს „ა" ნაკრების წევრი იყო.

 

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში სტუმრად, ქალაქ კალინინგრადში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 23:6 დაამარცხა.

 

https://imedinews.ge/ge/sporti/192930/borjgalosnebma-rusettan-gamarjveba-giorgi-lomtadzis-khsovnas-miudzgvnes

 

big_banner
არქივი