logo_geo
მარგველაშვილი ცხოველთა ფსიქოლოგიამ ფილოსოფიამდე მიიყვანა
- +

26 დეკემბერი. 2016. 16:02



საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერესების შესახებ ბევრი დეტალია ცნობილი, მათ შორის ის, რომ უყვარს ბუნებასთან ახლოს ყოფნა, სწორედ ამიტომ გადავიდა საცხოვრებლად დუშეთში.


გიორგი მარგველაშვილის ინტერესებისა და საყვარელი წიგნების შესახებ „კვირის პალიტრას" სტატიაშია მოთხრობილი.


„ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს უყვარს ნადირობა, ფეხბურთი და ცხოველები. თურმე, ხუთი წლისამ მტკიცედ გადაწყვიტა, ჰყოლოდა ძაღლი. როგორც ამბობს, ცხოველებზე ბევრს კითხულობდა. ამან ცხოველთა ფსიქოლოგიამდე მიიყვანა, ცხოველთა ფსიქოლოგიამ - ზოგად ფსიქოლოგიამდე, ფსიქოლოგიამ კი - ფილოსოფიამდე.

 

პირველი წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წაიკითხა - „ბიბლიური თქმულებები" - მარტივი ენით მოყოლილი ამბებია. მისი საყვარელი წიგნებია: „ვეფხისტყაოსანი", „იოსები და მისი ძმები", ვაჟა-ფშაველას მთელი შემოქმედება, რუსული ვერცხლის საუკუნის პოეზია, შექსპირი", - ნათქვამია „კვირის პალიტრას" სტატიაში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი