logo_geo
ლაშა შევარდნაძე: ბაბუს მეკვლეები დაცვის ბიჭები იყვნენ
- +

3 იანვარი. 2017. 10:41


 



ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, ლაშა შევარდნაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბაბუასთან ერთად გატარებულ ახალ წელს იხსენებს და აცხადებს, რომ განსაკუთრებული ტრადიცია ოჯახს არ ჰქონია.


„სანამ ბაბუაჩემი ცოცხალი იყო, ვცდილობდით, ყველა მასთან შევხვედროდით ახალ წელს. 12 საათზე მთელი ოჯახი ერთად ვიყრიდით თავს, ასე გრძელდებოდა მეორე დღესაც. ბაბუს გარდაცვალების შემდეგ ეს ტრადიცია თითქოს დაირღვა - სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყოველთვის ვერ ვახერხებთ საახალწლოდ შეკრებას. სხვა ქართული ოჯახებისგან განსხვავებული ტრადიცია არ ჰქონია ჩვენს ოჯახს. თუმცა ერთი ასეთი ტრადიცია გვქონდა - 12 საათის შემდეგ ყოველთვის შემოდიოდნენ დაცვის ბიჭები და ულოცავდნენ ბაბუს და მთელ ოჯახს ახალ წელს. ფაქტობრივად, მეკვლეები იყვნენ", - განაცხადა ლაშა შევარდნაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი