logo_geo
გიგი უგულავა: მე და მიშამ მესიჯებით დავასრულეთ ურთიერთობა!
- +

16 იანვარი. 2017. 23:40


 

„მესიჯებით მქონდა კომუნიკაცია რაც იმით დამთავრდა, რომ მისი პოზიცია იყო, რაც ხდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ის არაფერ შუაში არ არის" ,- ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ „tvპირველის" ეთერში განაცხადა. უგულას განცხადებით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით შედგა.


„მესიჯებით მქონდა კომუნიკაცია რაც იმით დამთავრდა, რომ მისი პოზიცია იყო, რაც ხდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ის არაფერ შუაში არ არის. მე უთხარი: მიშა, სადაც შუაში არ ხარ, იქაც თავში ხარ-თქო და რანაირად არა ხარ შუაში-თქო და თუ არის შანსი მოვაწესრიგოთ სიტუაცია-თქო. ამის მერე იყო, რომ მე არაფერ შუაში ვარ, ხალხს ჰკითხეო.

 

ახლა თუ ტელევიზორში საუბრით უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს, მაშინ ყველაფერი დამთავრებულია. მესიჯებით დავასრულეთ ურთიერთობა. აბსულუტურად მცირე კომუნიკაცია გვქონდა.

 

ერთი პროცენტიც რომ ყოფილიყო შანსი, გამოვიყენებდი, მაგრამ ერთი პროცენტიც არ იყო შანსი. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ეს ყველაფერი ცივილიზებულად მოგვარებულიყო. სააკაშვილმა თავისივე პარტია დაასამარა",- აღნიშნა უგულავამ.


 

big_banner
არქივი