logo_geo
გიორგი ბერიძე: გამოაცხადებენ, რომ სააკაშვილი რაღაც პრობლემის გამო გარდაიცვალა, სინამდვილეში კი…
- +

19 იანვარი. 2017. 15:20


 

 

 

„როდესაც თავად ნაცმოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილი დამთავრებულია! - ე.ი. მისი საქმე იმაზე უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია", - აღნიშნა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ანალიტიკოსმა და ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში გიორგი ბერიძემ. თავად უკვე სააკაშვილის აღსასრულის სავარაუდო სურათს ხედავს და ინტერვიუში სწორედ ამ საკითხზე საუბრობს.

 

„სააკაშვილი მოკვდა! მან ყველგან წააგო - საქართველოშიც, უკრაინაშიც, ევროპაშიც და ამერიკაშიც! ამერიკელების უპრეცედენტო მხარდაჭერის მიუხედავად, რაც გამოიხატებოდა ფინანსებსა და კადრებში, სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ არაფრის მაქნისია, მოლაყბეა, მექრთამეა და სხვა არავინ!

 

როდესაც თავად ნაცმოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილი დამთავრებულია! - ე.ი. მისი საქმე იმაზე უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

 

სააკაშვილი დღეს გამოწურული ლიმონია, არავითარი რესურსი არ გააჩნია და ტრაგიკულად და ძალიან ცუდად დაასრულებს!

 

როგორც ანალიტიკოსი და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, სააკაშვილის აღსასრულის სავარაუდო სურათს ვხედავ! გამოაცხადებენ, რომ სააკაშვილი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი რაღაც პრობლემის გამო გარდაიცვალა, სინამდვილეში კი მოიშორებენ და მოკლავენ!", - განაცხადა ინტერვიუში გიორგი ბერიძემ. 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი