„ჩვენი პატრიარქი და ეკლესია ღვთის მისიას ასრულებენ - როგორც ცალკეული ადამიანის, ისე მთელი ერის გადარჩენის მისიას“,- ამის შესახებ კინოცენტრის პრეზიდენტი ბუბა ხოტივარი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
„მე მიყვარს ჩემი პატრიარქი, მიყვარს არა ბრმად, არამედ შეგნებით, თავი შემაყვარა თავისი კეთილშობილებით, საქმით, რომლითაც ემსახურება საქართველოს. ჩვენი პატრიარქი და ეკლესია ღვთის მისიას ასრულებენ - როგორც ცალკეული ადამიანის, ისე მთელი ერის გადარჩენის მისიას.
შიგადაშიგ ღმერთი გვასაჩუქრებს ასეთი ადამიანებით, რადგან რაც უნდა ვილაპარაკოთ კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე, დიდი სულიერი ლიდერების გარეშე ერი ვერ ვითარდება“, - აღნიშნავს ბუბა ხოტივარი.