logo_geo
ლევან რატიანი: კლინიკაში ერთადერთი ვიყავი, როცა დამინახავდა, ორივე ხელს სწევდა
- +

31 მაისი. 2021. 10:38

 

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა, თუ როგორი პაციენტი იყო მსახიობი კახი კავსაძე.

 

„როგორც ყველასთვის, ასევე ბატონი კახისთვის არ დავიშურეთ ძალისხმევა, რომ გადარჩენილიყო და პირველ ეტაპზე გადარჩა. ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ ბატონი კახი კოვიდდამარცხებული გაეწერა ჩვენი კლინიკიდან. მაგრამ იცით, რომ მას ბევრი ქრონიკული დაავადება ჰქონდა და ქრონიკული დაავადებების გამო სამწუხაროდ, დგება მომენტი, როდესაც ორგანიზმი იფიტება და მას ბრძოლის უნარი არ გააჩნია.

 

როდესაც ენერგიაზე იყო, ყველას მუხტავდა. ერთადერთი ვიყავი, როცა დამინახავდა, ორივე ხელს სწევდა, მერე, როდესაც გამოიფიტა, მე მივიდოდი თუ სხვა, მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაგრამ იყო პერიოდი, როცა სხვების მიმართ აგრესიული იყო, ჩემს მიმართ ძალიან დიდ სითბოს გამოხატავდა. ძალიან გული დაგვწყვიტა, იმიტომ რომ ლეგენდარული მსახიობი იყო და სიმართლე გითხრათ, ყველაზე დიდ პატივს ვცემდი. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არსებობს ერთი მიზეზი, რის გამოც ბატონ კახის ყველამ პატივი უნდა სცეს. ის ძალიან ღირსეული პიროვნება იყო და თავის სიტყვას პატივს სცემდა“, – ამბობს რატიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი