logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: პრაქტიკამ აჩვენა, რომ პოსტკოვიდური გართულებები არაა დრამატული
- +

6 ნოემბერი. 2021. 22:59

 

 

„ჩვენ ვმუშაობთ პოსტკოვიდურ სინდრომზე და გართულებებზე, მაგრამ პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ეს გართულებები არაა დრამატული“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, პოსტკოვიდური გართულებები არაა ფატალური, თუმცა დისკომფორტს იწვევს ადამიანებში.

 

„ეს პრობლემა გაცილებით უფრო ნაკლებად მწვავეა დღეს, როცა სახეზე გვაქვს ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების დრამატული მატება. დღეს მთელი აქცენტი გადატანილი უნდა იყოს ახალ შემთხვევებსა და მათ მართვაზე და პოსტკოვიდური სინდრომისთვის ჩვენ მოვიცლით და ამ თემას მოუბრუნდებით მას, როდესაც ამ მწვავე კრიზისს დავძლევთ“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი