logo_geo
ქართველი ექიმი: ზოგს ჭურვის ნამსხვრევებისგან ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა
- +

24 მარტი. 2022. 23:33

 

 

ქართველი ექიმი-რეზიდენტი აზუკა ქვრივიშვილი ორი კვირის განმავლობაში ხარკოვის ერთ-ერთი კლინიკის ექიმებთან ერთად, რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქის ინტენსიური დაბომბვის რეჟიმში იღებდა და მკურნალობდა დაჭრილებს.

 

„რთული დღეები გამოვიარე, უმძიმესი ორი კვირა იყო, მაგრამ ყველაზე მძიმედ ის შემთხვევები მახსენდება, როდესაც პაციენტი ვერ გადავარჩინეთ. ზოგს ჭურვის ნამსხვრევებისგან ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა და ძლიერ სისხლდენას ვერ ვუჩერებდით... ასეთ დროს ვის ახსოვდა საკუთარი თავი. ადამიანი ხელებში გაკვდება და თვალებით შველას გთხოვს, ამ დროს მხოლოდ ექიმი ხარ და სხვა ყველაფერი, ყველა საფრთხე, ძილი, დასვენება გავიწყდება“, - იხსენებს აზუკა ქვრივიშვილი „გზასთან“ საუბარში.

 

კლინიკის ადმინისტრაციამ შეაფასა სიტუაცია და რადგან ვითარების გამწვავებას ელოდნენ, ექიმ-რეზიდენტს ურჩიეს, სამშობლოში დაბრუნებულიყო. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი