logo_geo
ნანა კაკაბაძე მოძრაობა „ანტი-მაიდანს“ ღია მხარდაჭერას უცხადებს
- +

29 სექტემბერი. 2023. 13:36

 

 

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „კონსერვატიული მოძრაობისა“ და “ალტ-ინფოს” დამფუძნებლების მიერ დაანონსებულ ”ანტი-მაიდანს” ეხმაურება და მას ღია მხარდაჭერას უცხადებს.

 

როგორც კაკაბაძე ფიქრობს, ამ კონკრეტული ძალის მიზანი საზოგადოების ინფორმირება იქნება და არა მუშტებზე ყურება და „ნაციონალებთან“ ჭიდაობა:

 

„ამ პროცესში, ერთი კონკრეტული გაერთიანება კი არა, მთელი პროგრესული საზოგადოება უნდა ჩაერთოს. ”ალტ-ინფო” საინფორმაციო საშუალებაა და ამიტომ ვვარაუდობ, რომ ისინი საზოგადების მეტად ინფორმირებას შეძლებენ, მოუყვებიან, აუხსნიან ხალხს თუ რა მოუტანა უკრაინას ”მაიდანმა”, რა მოჰყვა ამ პროცესს, როგორ ისარგებლა დიქტატორმა ზელენსკიმ, როგორ ჩაიგდო ხელში ხელისუფლება, როგორ ჩაითრია ქვეყანა ომში და როგორ დააყენა ქვეყანა ყოფნა-არყოფნის წინაშე. ასე ვხედავ მე ამ მოძრაობის ფუნქციას. ისინი მოუყვებიან ხალხს ყოველივე იმის შესახებ, რაზეც მე და თქვენ ამ ინტერვიუში ვსაუბრობთ. ისინი გამოაფხიზლებენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც გამოფხიზლება აშკარად სჭირდება“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

ინტერვიუ იხილეთ სრულად: https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=215292 

 

 

big_banner
არქივი