logo_geo
მამუკა კარტოზია: პოლიტიკურ თამაშში რუსეთის იგნორირება საქართველოსთვის დამღუპველი იქნება!
- +

30 ოქტომბერი. 2023. 18:41

 

 

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია და სწორედ ეს უქმნის საქართველოს უმძიმეს მდგომარეობას“, - აცხადებს ანალიტიკოსი მამუკა კარტოზია „რეპორტიორთან“ საუბარში და აზუსტებს, რომ საქართველოს იმ მთავარი მიზნის და მიღწევაში, რასაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება ჰქვია, სასიცოცხლოდ ესაჭიროება რუსეთთან დიალოგის დაწყება.

 

„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა ახლა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება უნდა იყოს. ფაქტია, რომ 30 წელიწადია გვაქვს ეს პრობლემა გადასაჭრელი და ვერც ევროკავშირი, ვერც NATO და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციები ამ პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგვეხმარებიან. ერთადერთი ქვეყანა, ვისთანაც სამაჩაბლოსა და აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაზე უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება, ეს რუსეთია, ჩვენ კი, ამ დროს ყველა შესაძლებლობაზე უარს ვამბობთ და იგნორირებას ვუკეთებთ ამ უზარმაზარ, მონსტრ სახელმწიფოს. რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ და ვაღიაროთ, რომ მხოლოდ ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგით შეგვიძლია ჩვენი უპირველესი პრობლემის - ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება! კეთილი უნდა ვინებოთ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და გავიგოთ, რას გვთავაზობს ეს ქვეყანა, უნდა შევთავაზოთ მას ჩვენი წინადადებები და შევაჯეროთ ინტერესები. ვერ ვხვდები, ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც ჩვენ ვართ, ასეთი დიდი გული რატომ გვაქვს?! ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც რამე განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ამ პლანეტაზე არ გააჩნია! როდის შევეშვებით იმ მითების დაჯერებას, რომ გეოპოლიტიკური ხიდი ჩვენს ქვეყანაზე გადის? დამიჯერეთ, არავის არ სჭირდება ეს და თუ დიდი სახელმწიფოები მოინდომებენ, არც არანაირი ხიდი არ გაივლის! ჩინეთთან პოზიტიური კავშირები დავამყარეთო, გვიხარია და ამ დროს გვავიწყდება, რომ ჩინეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია. გაუგონარი არათანმიმდევრულობა და მოვლენების გაუანალიზებლობა გვახასიათებს. დღეს საქართველოში პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოღვაწეების დეფიციტი გვაქვს და სწორედ ეს იწვევს სახელმწიფოებრივად გაუმართლებელი ნაბიჯების სიმრავლეს. მინდა გაიგოს ჩვენმა მკითხველმა, რომ რუსეთის გარეშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გამორიცხულია. ისტორიის გადაწერას და დამახინჯებას ცდილობენ, რომ თითქოს საქართველო მთელი თავისი არსებობის მანძილზე ევროპისკენ ისწრაფოდა, რაც სიცრუე და ყალბი ნარატივის შექმნაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობისას შეცდომები დაუშვა, პოლიტიკურ თამაშში მისი იგნორირება, საქართველოსთვის დამღუპველი იქნება!“ - ამბობს კარტოზია.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=217600

 

 

big_banner
არქივი