logo_geo
Greenpeace-ის აქტივისტებმა ჰამბურგში ტრამპის ქანდაკება დადგეს
- +

8 ივლისი. 2017. 21:34


Greenpeace-ის აქტივისტებმა ჰამბურგში, სადაც „დიდი ოცეულის" სამიტი ტარდება, დონალდ ტრამპის უჩვეულო ქანდაკება დადგეს. ისინის აპროტესტებენ ტრამპის გადაწყვეტილებას „პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან" გამოსვლის შესახებ.


თეთრი სახლის ლიდერი, მტირალა ბავშვის სახით არის წარმოდგენილი, რომელიც დედამიწაზე ზის და შუაზე ხევს პარიზის ხელშეკრულებას. ტრამპის ფიგურა მდინარე ელბასთან ფილარმონიის წინ დგას, სადაც გუშინ „ოცეულისთვის" კონცერტი ჩატარდა.


ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ დანარჩენი G20-ის ქვეყნების ლიდერები და მთელი მსოფლიო „ვერ დაელოდება ტრამპის გაზრდას".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი