logo_geo
ისრაელის ცნობით, ღაზაში გაეროს სააგენტოს სათაო ოფისის ქვეშ „ჰამასის“ სამხედრო ობიექტი აღმოაჩინეს
- +

11 თებერვალი. 2024. 09:57

 

 

პალესტინელი დევნილების გაერთიანებული ერების დახმარების სააგენტოს სათაო ოფისის ქვეშ აღმოაჩინეს „ჰამასის“ სამხედრო ობიექტი, რომელსაც საკომუნიკაციო ცენტრად და სადაზვერვო მიზნებით იყენებდნენ, - ამის შესახებ „Times of Israel“ ინფორმაციას ავრცელებს

 

„ჰამასის“ კომუნიკაციების ცენტრთან დამაკავშირებელი გვირაბი გაეროს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლის ქვეშაც გადიოდა. ელექტროენერგიას ობიექტი გაეროს კვების წყაროდან იღებდა. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს მიწის ქვეშ მოწყობილი ცენტრი, სადაც განთავსებულია ელექტროტექნიკა და გაკრულია „ჰამასის“ პოსტერები.

 

 

big_banner
არქივი