logo_geo
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უკრაინული სურსათის იმპორტის ემბარგოს გაფართოებას განიხილავს, თუ ევროკავშირი არ იმოქმედებს ბაზრების დასაცავად
- +

27 თებერვალი. 2024. 22:32

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ის უკრაინული სურსათის იმპორტის ემბარგოს გაფართოებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

"ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ უკრაინულ მხარესთან, რომ საჭირო იქნება ემბარგოს გაფართოება სხვა პროდუქტებზე, თუ ევროკავშირი არ იპოვის უფრო ეფექტურ გზებს ევროპისა და პოლონეთის ბაზრების დასაცავად", - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

big_banner
არქივი