logo_geo
სირიაში ირანის ელჩი: ირანის პასუხი დამასკოში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმაზე მკაცრი იქნება
- +

2 აპრილი. 2024. 00:47

 

 

სირიაში ირანის ელჩმა, ჰოსეინ აკბარიმ განაცხადა, რომ ირანის პასუხი სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმაზე მკაცრი იქნება.

 

დამასკოში ირანის საკონსულოზე ისრაელის ავიაციის იერიშს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „ალ-ქუდსის“ ქვედანაყოფის მეთაური, გენერალი მოჰამად რეზა ზაჰედი ემსხვერპლა.

 

მოჰამად რეზა ზაჰედის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ არაბული ტელეარხი Al Hadath-ი, ირანული სააგენტო Tasnim და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული სააგენტო Fars.

 

მედიის ინფორმაციით, სულ ისრაელის ავიადარტყმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი