logo_geo
დიდმა ბრიტანეთმა საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლების დაღუპვის გამო ისრაელის ელჩი დაიბარა
- +

2 აპრილი. 2024. 23:46

 

 

დიდმა ბრიტანეთმა საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლების დაღუპვის გამო ისრაელის ელჩი დაიბარა.

 

როგორც უცხოური მედია იტყობინება, ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულია საქველმოქმედო ორგანიზაციის 7 თანამშრომელი, მათ შორის სამი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.

 

ამას გარდა, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ავსტრალიელი, პოლონელი, პალესტინელი და აშშ-კანადის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი.

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ისრაელისგან სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

 

„ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი ჰუმანიტარული პაუზა, დახმარების მიღება და მძევლების გაყვანა, შემდეგ კი პროგრესი ცეცხლის შეწყვეტის საკითხში“, - აცხადებენ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში.

 

შეგახსენებთ, თავდასხმის შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულო“ ღაზაში მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერინ გორმა განაცხადა.

 

 

big_banner
არქივი