logo_geo
გერმანიაში ხორცისგან დამზადებულ სასმელებს გაყიდიან
- +

30 ივლისი. 2017. 18:52



გერმანელმა ხორცის მწარმოებელმა პეტერ კლასენმა ხორცისგან სასმელების დამზადება დაიწყო. ამის შესახებ Die Welt წერს. ახალი პროდუქტის გაყიდვა სექტემბრიდან გერმანიაში დაიწყება. კლასენის განცხადებით, მან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები ლუქსემბურგის, ბელგიის და საფრანგეთის მწარმოებლებთან. მისივე თქმით, საერთაშორისო პატენტის აღებას აპირებს. ის რეცეპტს შვილთან და მზარეულთან ერთად 3 წელი ამზადებდა.


ამ ეტაპზე, გერმანელმა ხორცის მწარმოებელმა სამი სახის გემოს სასმელი დაამზადა. ესენია: სტეიკი, ბომბეის ძროხის ხორცი და სამეფო ქათამი. იმისთვის, რომ სასმელი დაამზადონ, ხორცს ბოსტნეულთან ერთად ხარშავენ, პიურესავით სრესენ და  კაკაოს კონსისტენციამდე მიყავთ. ამის შემდეგ სითხეს ბოთლებში ასხამენ და ასტერილებენ.


პეტერ კლასენის განცხადებით, ასეთი სახით დამზადებული და გაგრილებული სასმელის შენახვა 1 წლის განმავლობაში შეიძლება. მისი თქმით, სასმელი კარგი იქნება ჯარში და ჰუმანიტარული მიზნებისთვის.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი