logo_geo
ნეიმარი შშმ პირების საერთაშორისო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი გახდა
- +

15 აგვისტო. 2017. 23:32


ნეიმარი შშმ პირების საერთაშორისო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი გახდა. ამის შესახებ Euronews- წერს.


ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბრაზილიელმა ფორვარდმა იმედი გამოთქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მისი პარტნიორობა წარმატებული იქნება და ის ბევრ ადამიანს დაეხმარება.


ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში ნეიმარის 20 000-ზე მეტი მაისური გაიყიდა. ნეიმარმა პსჟ-სთან  კონტრაქტი  3 აგვისტოს გააფორმა. მანამდე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ბარსელონასგან" საკუთარი კონტრაქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა, რათა "პსჟ"-ს უეფას ერთ-ერთი მთავარი ფინანსური წესი (Financial Fair Play) არ დაერღვია.


ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფრანგულ საფეხბურთო კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ყოველწლიური ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი