logo_geo
ყველაზე უიღბლო მოგზაურის ვინაობა დადგინდა
- +

15 სექტემბერი. 2017. 20:35



ინგლისის ნორტემპტონის საგრაფოს მკვიდრი, 29 წლის ჯეკ ფეიჯი შესაძლოა ყველაზე უიღბლო მოგზაური იყოს. მისი ყველა არასამსახურებრივი მოგზაურობა კატასტროფით სრულდება. მისი ისტორიებით Daily Mail-ი დაინტერესდა.


ბოლო 10 წლის განმავლობაში ფეიჯი მოგზაურობისთვის ეგზოტიკურ მიმართულებებს ირჩევს და ყველგან მას თან ხიფათი სდევს. მაგალითად ბირმაში მოგზაურობის დროს მისი მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ინგლისელი იქ 36 საათი ჩარჩა; ბორნეოსთან ერთ-ერთ დაუსახლებელ კუნძულზე მისი საჭმლის მარაგი მატლებმა შეჭამეს; ინდოეთში ფეიჯს ძროხა დაეჯახა; ევერესტზე ასვლისას ლამბლიოზით დაავადდა; 2015 წელს ჩერნობილში შემთხვევით საპროტესტო აქციაზე მოხვდა, სადაც კამერიდან ყველა ფოტოს წაშლა აიძულეს.


ფეიჯი ამბობს, რომ მისი მეგობარი გოგო ელისი მშვიდი დასვენებისთვის უბრალოდ ნაკლებად ექსტრემალურ მიმართულებებს ურჩევს, თუნდაც მშვიდ სანაპიროზე.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი