logo_geo
ყველაზე ძვირადღირებული iPhone X-ის ფასი 69,9 ათასი დოლარია
- +

17 სექტემბერი. 2017. 11:32



ამერიკული კომპანია Brikk-ი აცხადებს, რომ iPhone X-ის ახალი მოდელების დიზაინზე შეკვეთები უკვე მიიღო. ბრენდი ახალი სმარტფონის ხუთ კოლექციას გამოუშვებს. ინფორმაციას Luxurylaunches-ი ავრცელებს.


Lux iPhone X Mono მომხმარებელს სთავაზობს მოდელს, რომლის კორპუსის უკანა ნაწილი შუშის იქნება, გრავიურებით მოხატული. ტელეფონის გვერდები ყვითელი ან ვარდისფერი ოქროსგან დამზადდება, შესაძლოა გამოიყენონ პლატინაც. ასეთი გაჯეტის ფასი 7,4 ათასი დოლარიდან დაიწყება.


დანარჩენ ოთხ კოლექციში - Deluxe, Omni და Ingot - ძვირფას ლითონებს და ქვებს გამოიყენებენ. ამ ხაზში ყველაზე ძვირფასია  256-გიგაბაიტიანი iPhone X 5,8 დუიმიანი, OLED-ეკრანით. მასში გამოყენებულია 250 გრამი ოქრო. მისი ფასი 69,9 ათასი დოლარია.


iPhone X-ის პრეზენტაცია Apple-მა 12 სექტემბერს გამართა.













 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი