logo_geo
ბაქოში ტალახის ვულკანი ამოიფრქვა
- +

30 მარტი. 2018. 14:55



ბაქოს გარაგადის რაიონში ტალახის ვულკანი ამოიფრქვა, იუწყება აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახური.


აირანტოკანის ვულკანის ამოფრქვევა დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელსაც ცეცხლის ალიც მოჰყვებოდა. ცეცხლის სვეტი კრატერის ზედაპირიდან 100-150 მეტრის სიმაღლეზე ადიოდა.


ვულკანური პროცესის პროდუქტები დაახლოებით 2 ჰა ფართობზე გავრცელდა. ვულკანის ტერიტორიაზე რადიალური ბზარები გაჩნდა.


უწყების ცნობით, ვულკანის მიმდებარე ტერიტორია დაუსახლებელია. ტალახის ვულკანი აირანტოკანი ბაქოსა და აფშერონის ნახევარკუნძულის ტალახის ვულკანების დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ პირველი ამოფრქვევა 1964 წლის ოქტომბერში მოხდა. ბოლოს ვულკანი 2008 წელს გააქტიურდა.




წყარო: m2b.ge

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი