logo_geo
ჩეხეთში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა
- +

3 მაისი. 2018. 12:59

 

 

ჩეხეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ივა მატეუს განცხადებით, დასახლებულ პუნქტ ჩესკე-კრუმოვთან ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა.

 

„ჩესკე-კრუმოვთან ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახება 09:00 საათზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები სულ მცირე ექვსმა ადამიანმა მიიღო“, - განაცხადა ივა მატეუმ.

 

 

big_banner
არქივი