logo_geo
ბრიტანელი მეცნიერები: ძუძუს კიბოზე სკრინინგი უფრო საშიშია, ვიდრე სასარგებლო
- +

6 მაისი. 2018. 19:34

 

ადრეულ ეტაპზე სარძევე ჯირკვლის კიბოზე გამოკვლევებს, ქალის ჯანმრთელობისთვის ზიანი უფრო მოაქვს, ვიდრე სარგებელი. ამის შესახებ ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ. გაზეთ Times-ში 15 მეცნიერისგან შემდგარმა ჯგუფმა ამ თემაზე სპეციალური წერილი გამოაქვეყნა, სტატია კი BBC-მ მოამზადა.

 

სპეციალისტების თქმით, ქალებმა, რომლებმაც გეგმიური სკრინინგი გამოტოვეს, პანიკაში არ უნდა ჩავარდნენ, ექიმებმა კი ამის გამო ისინი არ უნდა დააშინონ. ამ წერილის მიზეზი დიდ ბრიტანეთში კომპიუტერული პროგრამის ხარვეზი გახდა, რის გამოც 450 ათასამდე ქალმა გეგმიური სკრინინგის შესახებ სამედიცინო დაწესებულებებიდან შეტყობინება (ვიზიტზე შეხსენება) ვერ მიიღო.

 

ბრიტანელი ექიმ-მეცნიერების ჯგუფი წერილში აცხადებს, რომ 70-79 წლამდე ასაკის ქალებმა ძუძუს სკრინინგი იმ შემთხვევაში უნდა ჩაიტარონ, თუ მკერდის არეში სიმაგრეს ან სხვა სიმპტომებს შეამჩნევენ. მათი თქმით, სკრინინგი არ ამცირებს კიბოს განვითარების რისკს და არ ცვლის სიმსივნის ფორმას: „არამედ პირიქით, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვლინდება გადახრები, რომლებიც მიკროსკოპულად დაკვირვებისას კიბოს ჰგავს“, - აცხადებენ ისინი.

 

არსებული მონაცემებით, ყოველი ორასიდან 3 ქალს, მამოგრაფიის დროს აღმოაჩნდებათ ხოლმე ასეთი პატარა „გადახრები“, რომლებიც მომავალში შესაძლოა სიმსივნურ წარმონაქმნად არც იქცნენ. ამის მიუხედავად კი მონაცემებით გამოდის, რომ წლიურად ბრიტანეთში 4000 ქალამდე არასაჭირო მკურნალობას იტარებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი