logo_geo
იტალიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 14 ადამიანი დააკავეს
- +

10 მაისი. 2018. 15:28

 

იტალიის რამდენიმე რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 14 ადამიანი დააკავეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან ისლამისტებთან კავშირში.

 

ოპერაცია ანტიტერორისტულ პროკურატურასთან და მაფიის წინააღმდეგ ბრძოლის დირექტორატთან კოორდინირებულად ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები თავიანთი საქმიანობით, სირიაში მებრძოლებს უჭერდნენ მხარს. ოპერაცია იტალიის პროკურატურის მიერ ჩატარებული ორი გამოძიების შედეგია.

 

ერთ-ერთი გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 10 სირიელისგან შემდგარი ჯგუფი გამოააშკარავეს, რომელიც ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ ჯიჰადისტების ფულის გათეთრებით იყო დაკავებული. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ჯიჰადისტური ცენტრი გამოავლინეს, რომელშიც სირიელები და მაროკოელები იყვნენ.

 

იტალიური მედიის ინფორმაციით, ორივე დაჯგუფება სირიაში „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულ პირებს უწევდა მხარდაჭერას.

 

დაჯგუფებების წევრებს ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული ორგანიზაციების წევრობასა და უკანონო ფინანსურ საქმიანობაში ედებათ ბრალი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი