logo_geo
ირანში ISIS-ის 8 მებრძოლი სიკვდილით დასაჯეს
- +

7 ივლისი. 2018. 14:32

 

 

ოფიციალურმა თეირანმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 8 მებრძოლი სიკვდილით დასაჯა. მიზეზი პარლამენტსა და ჰომეინის მეჩეთზე თავდასხმა იყო.

 

ISIS-ის 8 მებრძოლს განაჩენი ჯერ კიდევ მაისში გამოუტანეს.

 

ორმაგი ტერორისტული აქტი ირანის პარლამენტსა და მეჩეთზე 2017 წლის 7 ივნისს განხორციელდა. შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ტერორისტი პარლამენტის შენობაში ქალის ტანისამოსში გადაცმული შევიდა.

 

Amnesty International-ის ინფორმაციით, გასულ წელს ირანში სიკვდილით 500-მდე ადამიანი დასაჯეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი