logo_geo
ვიეტნამში ტროპიკულ შტორმს 32 ადამიანი ემსხვერპლა
- +

22 ივლისი. 2018. 14:00

 

 

ვიეტნამში ტროპიკულ შტორმს 32 ადამიანი ემსხვერპლა, 17 უგზოუკვლოდ არის დაკარგული.

 

გადაუღებელი წვიმის გამო მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. წყლით არის დაფარული ვიეტნამის დედაქალაქიც. დაზიანებულია 5000-ზე მეტი შენობა, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დახოცილია პირუტყვი.

 

მეტეოროლოგების ინფორმაციით, წვიმა სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს.

 

 

big_banner
არქივი