logo_geo
ადგილები დედამიწაზე, სადაც ყველაზე მეტად ცხელა
- +

3 აგვისტო. 2018. 11:50

 

ოფიციალურად, მსოფლიოს ყველაზე ცხელი ადგილი აშშ-ში, კალიფორნიაში, სიკვდილის ველია.

 

სიკვდილის ველი მოჰავეს უდაბნოსა და დიდი აუზის რაიონებს შორის მდებარეობს. 1913 წელს აქ 56.7 გრადუსი დაფიქსირდა. მიმდინარე წლის ივლისში კი, აქ საშუალო დღიური ტემპერატურა 42.3 გრადუსი იყო.

 

 

ეთიოპია, დალოლი - 1960-1966 წლებში აქ საშუალო დღიური ტემპერატურა 41 გრადუსს შეადგენდა.

 

 

საჰარის უდაბნო - აქ ტემპერატურა დღისით მუდმივად აღემატება 40 გრადუსს.

 

 

 

სუდანის საპორტო ქალაქი ვადი ჰალფა. 1967 წლის აპრილში აქ ჰაერი 53 გრადუსამდე გათბა.

 

 

ირანი, Dasht-e Loot. აქ 2003 და 2009 წელს 70.7 გრადუსი დაფიქსირდა.

 

 

ირანში, ხუზისტანის ოსტანში 2015 წელს 74 გრადუსი დაფიქსირდა.

 

 

2018 წლის ზაფხულში სხვადასხვა ქვეყნებში, მაღალ ტემპერატურას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. იაპონიაში მაღალი ტემპერატურის გამო, ოფიციალური მონაცემებით, 80 ადამიანია დაღუპული. ცხელია ზაფხული საქართველოშიც. ცოტა ხნის წინ BBC-მ რეკორდულად ცხელი ზაფხულის მქონე ქვეყნებს შორის საქართველოც დაასახელა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი