logo_geo
„მინდოდა გაჩუმებულიყო!“ - რას წერდა დღიურში ქალი, რომელმაც 4 შვილი მოკლა და ახლა ციხიდან გამოსვლას ცდილობს
- +

15 აგვისტო. 2018. 03:54

 

 

მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ავ­სტრა­ლი­ე­ლი ქა­ლის დღი­უ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­მაც 4 შვი­ლი მოკ­ლა. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, კეტ­ლინ ფოლ­ბიგს სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი 2003 წელს გა­მო­უ­ტა­ნა. მან 1989-დან 1999 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი მოკ­ლა, ორი ბიჭი და ორი გოგო. ფოლ­ბი­გი 51 წლი­საა, და­ნა­შა­უ­ლის სას­ჯე­ლად მას 40 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და­უდ­გი­ნეს.

ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც ავ­სტრა­ლი­ურ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა, შემ­ზა­რა­ვია.

თავი მსოფ­ლი­­ში ყვე­ლა­ზე ცუდი დედა მგო­ნია. მე­ში­ნია, რომ ისიც ისე დამ­ტო­ვებს, რო­გორც სა­რამ დამ­ტო­ვა.

ვი­ცო­დი, რომ მას­თან ხში­რად არ მყოფ­ნი­და მოთ­მი­ნე­ბა, ხში­რად სას­ტი­კიც ვი­ყა­ვი. ის წა­ვი­და, ცოტა დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და.

მხო­ლოდ ის მინ­დო­და, გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო და ერთ დღეს გა­ჩუმ­და კი­დეც!

 

ფოლ­ბიგ­მა გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა და ახლა ფიქ­რობს, რომ პე­ტი­ცი­ამ, რო­მე­ლიც მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა შე­ად­გი­ნეს, შე­საძ­ლოა, პა­ტიმ­რო­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს.

პე­ტი­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ფოლ­ბი­გის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის დროს წარ­მო­ად­გი­ნეს, ყალ­ბი იყო.

უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ კეტ­ლინს ბრა­ლი დას­დო 19 დღის კე­ლე­ბის ( 1989 წლის თე­ბერ­ვა­ლი), 7 თვის პატ­რი­კის (1991 წლის თე­ბერ­ვა­ლი), 10 თვის სა­რას (1993 წლის აგ­ვის­ტო) და 18 თვის ლო­რას (1999 წლის თე­ბერ­ვა­ლი) მკვლე­ლო­ბა­ში.

 

ფოლ­ბიგ­მა და მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა ვერ და­ა­ჯე­რეს სა­სა­მარ­თლო, რომ ბავ­შვე­ბი ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვალ­ნენ.

პრო­კუ­რო­რი მარკ სპიკ­მე­ნი ამ­ბობს, რომ სა­ხელ­მწი­ფო მზად არის, კი­დევ ერთხელ გა­და­ხე­დოს სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბე­ბის საქ­მეს. გან­ცხა­დე­ბას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რო­რი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ა­კე­თებს.

კეტ­ლი­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი ცი­ხი­დან და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს აქვთ ჩა­წე­რი­ლი. ფოლ­ბი­გი მე­გობ­რებ­თან ამ­ბობს, რომ დღი­ურ­ში ჩა­ნა­წე­რე­ბი და­უც­ვე­ლი დე­დის პო­ზი­ცი­ი­დან გა­ა­კე­თა, რად­გან ის იყო ქალი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად სა­კუ­თარ თავს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი