logo_geo
მეგან მარკლის ახალი ვარცხნილობა მის ფეხმძიმობას დაუკავშირეს
- +

26 სექტემბერი. 2018. 01:15

 

 

24 სექტემბერს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლაფბოროს უნივერისტეტში სპორტული პრემიის გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა შენიშნეს, რომ მეგან მარკლის თმა ისევ გაშლილი ჰქონდა. ბოლო დროს მარკლი საზოგადოების წინაშე შეკრული თმით ჩნდებოდა.

 

London Evening Standard-ის ჟურნალისტმა ქეით პროკტორმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ პრინც უილიამის მეუღლე ქეით მიდლტონი ფეხმძიმობის ფაქტის გაცხადების წინ ყოველთვის იცვლის ვარცხნილობას. თუკი ეს წესი მეგანზეც ვრცელდება, მაშინ სავარაუდოდ, სამეფო ოჯახი კიდევ ერთი ახალი წევრის მოლოდინშია. სწორედ ამ ვერსიების შესახებ დაწერა Cosmopolitan-მაც.

 

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ქორწილი მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართა. მათი რომანის შესახებ კი 2016 წელს გახდა ცნობილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი