logo_geo
3 ოქტომბერს დედამიწას დიდი ასტეროიდი მოუახლოვდება
- +

30 სექტემბერი. 2018. 12:18

 

 

NASA-ს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს დედამიწას დიდი ასტეროიდი SP1 მოუახლოვდება. მისი სიგრძე 70-დან 160 მეტრამდეა, რაც დაახლოებით ფეხბურთის მოედნის (90-დან 120 მეტრამდე) თანაზომადია.

 

ციური სხეულის მოძრაობის სიჩქარე საათში დაახლოებით 60 ათასი კილომეტრია. 3 ოქტომბერს მასსა და დედამიწას შორის მანძილი მინიმალური - 5,87 მილიონი კილომეტრი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანძილი დედამიწას და მთვარეს შორის არსებულ მანძილზე 15-ჯერ დიდია, ასტრონომებმა ის დედამიწასთან დაახლოებულ ობიექტად აღიარეს, რადგან დისტანცია შედარებით მცირეა.   

 

SP1 პირველად 19 სექტემბერს შეამჩნიეს.

 

 

big_banner
არქივი