logo_geo
საფრანგეთსა და იტალიაში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
- +

12 ოქტომბერი. 2018. 16:22

საფრანგეთისა და იტალიის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

 

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ორი ადამიანია გარდაცვლილი საფრანგეთის სენტ-მაქსიმის მუნიციპალიტეტში. მათი ავტომობილი წყალმა გზიდან ზღვაში წაიღო. ცხედრები მყვინთავებმა იპოვეს. კიდევ ერთი ადამიანი იტალიის კუნძულ სარდინიაზე დაიღუპა.

 

ძლიერი წვიმის გამო, კუნძულზე მდინარე სანტა-ლუჩიაზე გამავალი ხიდის ნაწილი ჩამოინგრა.

 

მანამდე, ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე წყალდიდობას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი