logo_geo
„სოთბის“ აუქციონზე მარია ანტუანეტას სამკაული გაიტანეს
- +

13 ოქტომბერი. 2018. 16:51

 

 

„სოთბის“ სააუქციონო სახლმა ნიუ-იორკში ბურბონ-პარმის დინასტიური სახლის კუთვნილი ძვირფასეულობების წინასააუქციონო გამოფენა გახსნა. კოლექცია უნიკალურ საიუველირო ნაწარმს მოიცავს, თუმცა მთავარი ექსპონატები საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტას სამკაულია. მათ შორისაა 49-კარატიანი ბრილიანტებით მოოჭვილი მარგალიტის კულონი, რომელიც ექსპერტებმა 2 მილიონ დოლარამდე შეაფასეს. ინფორმაციას „Ten daily“ ავრცელებს.

 

ექსპოზიციაში ასევე შედის გვირგვინი და ბრილიანტის ბეჭედი მარია ანტუანეტას ინიციალებით.

 

ნიუ-იორკის შემდეგ ექსპოზიციას ლონდონში, დუბაისა და ჰონგ-კონგშიც გამოფენენ. ისტორიული ვაჭრობა კი 14 ნოემბერს, ჟენევაში გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი