logo_geo
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 1000-ს მიღწია
- +

8 დეკემბერი. 2018. 20:28

 

 

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 1000-ს მიღწია. მხოლოდ პარიზში პოლიციამ სხვადასხვა კანონდარღვევისთვის 500-ზე მეტი ადამიანი აიყვანა. მათი ნაწილი მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა 200-ზე მეტი საპატიმროში რჩება.

 

„ყვითელჟილეტებიანების აქციებზე“ საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციამ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. შედეგად დაშავდა 30-ზე მეტი მოქალაქე.

 

აგრესიულად იქცეოდნენ დემონსტრანტებიც. ისინი პოლიციელებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ. დამწვარია ორი ავტომობილი.

 

შეგახსენებთ, პარიზში დღეს დილიდან ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების ამბობენ, რომ აქციები ყოველ უქმე დღეს გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი