logo_geo
ლიბიაში ტერორისტულ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა
- +

25 დეკემბერი. 2018. 15:38

 

ლიბიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა.

 

Reuters-ის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტების სამიზნე დედაქალაქ ტრიპოლიში მდებარე დიპლომატიური უწყება იყო.

 

როგორც ცნობილია, რამდენიმე თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც მძლავრი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ თავდასხმა სამმა რადიკალმა განახორციელა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მათგანის ლიკვიდაცია მოახდინეს. ის მის ხელთ არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურებას აპირებდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი