აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამი ლათინოამერიკული ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
„ჰონდურასი, გვატემალა და სალვადორი არაფერს აკეთებენ შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ ჩვენ ფულს იღებენ“, - წერს ტრამპი.
მისივე თქმით, ახლა ჰონდურასში ფორმირდება მიგრანტების ახალი ქარავანი და ისინი არაფერს აკეთებენ.
„ჩვენ სამივე ამ ქვეყანას დახმარებას შევუწყვეტთ“, - წერს დონალდ ტრამპი „Twitter“-ზე.